სამტრედიაში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას ოჯახის წევრები
სამტრედიის პოლიციასთან აქციის გამართვას გეგმავენ.
ისინი სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, გოდერძი
თევზაძის მიერ თავის უდანაშაულოდ ცნობას აპროტესტებენ და მის
უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
ოჯახის წევრები, ასევე მოითხოვენ სამტრედიის პოლიციის ორი
თანამშრომლის სერგო შენგელიასა და დავით ქოიავას თანამდებობიდან
გათავისულებას. გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ სწორედ მათი
მითითებით დავით ნაცვლიშვილმა სცემა.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული
გოდერძი თევზაძე პოლიციას გუშინ ჩაბარდა. თევზაძე
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ადვოკატთან ერთად
გამოცხადდა და განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები