ქუთაისში, იპოთეკით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედარას
ითხოვენ.
ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრს მესხიშვილის თეატრის წინ ელოდებიან,
სადაც მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
"ივანიშვილს აწვდიან მცდარ ინფორმაციას, რომ ჩვენი პრობლემის
მოგვარებას 6 მილიარდი სჭირდება. მაშინ როდესაც , იმერეთში ჩვენი
პრობლემის მოგვარებას მხოლოდ 6 მილიონი დოლარიც ეყოფა. მას ხალხთან
უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია და ავუხსნით დეტალურად ყველაფერს. ჩვენ
მოვითხოვთ მასთან შეხვედრას " - განაცხადა იპოთეკით დაზარალებულმა
დარეჯან სულაქველიძემ.
მესხიშვილის თეატრის წინ იპოთეკით დაზარალებულების გარდა "თავისუფალი
ზონის"
წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის
მშენებლობის პროექტის
პრეზენტაციას დაესწრო. ის ამდროისთვის იმერეთში
რეგიონალური მედიის ჟურანლსიტებს ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები