ახალი ამბები
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქი, შესაძლოა, მუხნარის ტერიტორიაზე მოეწყოს
FaceBook
ქუთაისში, საუნივერსიტეტო ქალაქი, კერძოდ,  ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სავარაუდოდ მუხნარის ტერიტორიაზე მოეწყობა.

ამ ეტაპზე გეოლოგიური სამუშაობი მიმდინარეობს  თუ რამდენადაა  შესაძლებელი  ტერიტორიაზე მშენებლობების განხორციელება.   ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ დღეს გამართულ ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განმარტა.

"დაახლოებით ხუთი სხვადასხვა ადგილი განიხილებოდა. ეხლაც განიხილება სხვა ადგილებიც თუ იქ გეოლოგიამ რაიმე სხვა დასკვნა დადო. მაგრამ სავარაუდოდ, არ იქნება ასეთი პრობლემა რომ მშენებლობას შეექმნას საფრთხე ", - განმარტა ქუთაისის მერმა.

მისი თქმით, მუხნარი იდეალური ადგილია ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,  განსაკუთრებით  სატრანსპორტო კუთხით. 

ის ამბობს, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევაში პირადად იყო ჩართული და ექვსი თვის განმავლობაში ახორციელებდა ქალაქის ტერიტოარაიზე  50 ჰექტრი მიწის ნაკვეთის შერჩევას. 

ტექნოლოგიური უნივერისტეტის მოსაწყობად წყალტუბო-ქუთაისის გზის მონაკვეთი, სათაფლიის და გელათი მიმართულებით არსებული ტერიტორიებიც განიხილებოდა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.