ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ინგა მაღრაძეს
დღეს კოლეგები იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. საკრებულოს სხდომა 10:
00 საათზე არის ჩანიშნული.
ინგა
მაღრაძე საკრებულოში "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელია. ის
ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად
მართულია.
"მე არ ვაპირებ წასვლის შესახებ განაცხადების დაწერას, რადგან, ჩემი
კოლგებისგან განსხვავებით სხვა ხედვა მაქვს. თუკი არასწორ
გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა, ამის შედეგასაც მოიმკიან
არჩევნებზე", - აცხადებს ქუთაისიპოსტათან საუბარში ინგა მაღრაძე.
მისი თქმით, ხარაგაულის საკრებულოში მიმდინარე პროცესები ცნობლია
პარტიის ლიდერებისთვისაც. როგორც მაღრაძე ამბობს, მის მხარდასაჭერად
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე საკრებულოს
სხდომას დაესწრება.
საკრებულოს 35 წევრიდან თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას ხელს 20
დეპუტატი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ მათი
იმედი მაღრაძემ არ გაამართლა, რის გამოც ის უნდა
გადადგეს.
"მათ არ სურთ "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე. ამის გარდა, უნდათ
საარჩევნო კამპანია ადმინისტრაციული რესურის გამოყენებით წარმართონ.
ბუნებრივია, რომ არ აწყობთ ჩემი თავმჯდომარეობა უკვე", - აცხდებს ინგა
მაღრაძე.
გადაყენების შემდეგ თუ ვინ დაიკავებს ინგა მაღრაძის პოსტს საკრებულოში
ამას დეპუტატები არ აკონკრეტებენ. თუმცა, განმარტავენ, რომ მომავალი
თავმჯდომარე "ქართული ოცნებიდან" იქნება.
მასალის გამოყენების პირობები