"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" ქუთაისში
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს მიმდინარე წლის 29 ივლისს
დაასახელებს.
მათ პარტიის ხელმძღვანელი, დავით თარხან -მოურავი ოპერისა და ბალეტის
თეატრის წინ წარადგენს.
მაჟორიტარობის ორი სავარაუდო კანდიდატის ვინაობა წინასწარაა
ცნობილი.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის" ქუთაისის
საარჩევნო შტაბის უფროსის, გოგიტა ხურციძის ინფორმაციით, #47-ე ოლქში
პარტიის სახელით ნინო ონიანი იბრძოლებს, ხოლო #48-ე ოლქში - გია
ბახტაძე.
რაც შეეხება მესამე, #49-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატს, გოგიტა
ხურციძის ინფორმაცით, მას პარტიის ხელმძღვანელი შეხვედრაზე
დაასახელებს.
მაჟორიტარების წარდგენა 15:00 საათზე დაიწყება.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ 5 პარტიასთან
გაერთიანდა.
2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის მათთან
ერთად "თავისუფალი საქართველო", პარტია "თავისუფლება", "ახალი
ქრისტიან-დემოკრატები", "ვეტერანთა მოძრაობა" და "ტრადიციონალისტები"
იბრძოლებენ.
მასალის გამოყენების პირობები