ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, მწერალთა სახლის შენობას ცეცხლი
გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი.
ჯერჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი.
თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ, მეორე სართულზე გაჩნდა.
"პირველი და მეორე სართულიდან გამოდიოდა კვამლი და ზუსტად ვერ გეტყვით
სად გაჩნდა ცეცხლი", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ადგილზე იმყოფება მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, თემურ ლაჩავა.
გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ნაგებობა ორგანიზაციას 1985
წელს გადაეცა. მწერალთა კავშირის შენობას 30 წელია რემონტი არ
ჩატარებია.
მასალის გამოყენების პირობები