იუბილესთან დაკავშირებით, "ტორპედოსა" და "დინამოს" ვეტერანი
ფეხბურთელების მატჩი გაიმართება.
ქუთაისის "ტორპედო" დაარსებიდან 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.
იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 ივნისს ქალაქში რამდენიმე
ღონისძიებაა დაგეგმილი.
ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქუთაისის საფეხბურთო კლუბსა და 1981 წლის
ევროპის თასის მფლობელის, თბილისის "დინამოს" ვეტერან ფეხბურთელებს
შორის დაგეგმილი მატჩია, რომელიც "ტორპედოს" მოედანზე შედგება.
იუბილესთან დაკავშირებით ქალაქში ჩამოსული სტუმრების მიღება ქუთაისის
მერიაში გაიმართება. სპორტულ მუზეუმში კი ამ დღისადმი მიძღვნილი
ფოტოგამოფენა მოეწყობა.
მოგვიანებით, ფეხბურთში სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულებსაც
დააჯილდოვებენ.
საფეხბურთო კლუბი "ტორპედო", ქუთაისის სააავტომობილო ქარხნის ბაზაზე,
1946 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან 3 წლის შემდეგ გუნდი საქართველოს
იმჟამინდელი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ცენტრალური სტადიონი, სადაც "ტორპედო" საშინაო მატჩებს ატარებს,
1949-1956 წლებში აშენდა. მას რეკონსტრუქცია პირველად 1998 წელს
ჩაუტარდა, ხოლო 2010 წელს უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
სტადიონი 15 000 მაყურებელს იტევს.
ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" საქართველოს ეროვნული
ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს.
მასალის გამოყენების პირობები