შემთხვევას
მსხვერპლი არ მოყოლია
ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე, სასტუმრო "თბილისის" მიმდებარე
ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიამ ორი მერსედესის, ერთი ვოლკსვაგენის მარკის მსუბუქი
ავტომობილი, ორი ფორდის მარკის მიკროაბტობუსი და ერთი გაზელის ტიპის
მინი ტრაილერი დააზიანა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმრების
ბრიგადებია მობილიზებული.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო
შემთხვევები ყოველ კვირეულად ფიქსირდება.
ადგილობრივები ავარიების სიხშირეს ტერიტორიაზე სიჩქარის
შემზღუდველი ბარიერების არარსებობას უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები