ახალი ამბები
იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
გათავისუფლების მიზეზი დაწინაურება გახდა.


ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ ჩიხლაძე დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

ჩიხლაძის მიერ თანამდებობის დატოვება მისი დაწინაურების მიზნით მოხდა.

"სამსახურში ვარ და ვმუშაობ," – ასე გამოეხმაურა თავად მერაბ ჩიხლაძე მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ქუთაისიპოსტთან საუბარში.

შს სამინისტროში კი იმერეთის პოლიციის შეფის მიერ პოსტის დატოვება არც დაადასტურეს და არც აურყვეს.

"ვარკვევთ და დადასტურებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით," – აცხადებენ უწყების პრეს–სამსახურში.

მერაბ ჩიხლაძე იმერეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 2015 წლის 27 მარტს დაინიშნა. მანამდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი ეჭირა.

2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე კი სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.