სასამართლომ მიიჩნია, რომ "პარკინგსერვისი" კანონის სრული დაცვით
ახორციელებს მოქალაქეთა დაჯარიმებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პარტია "თავისუფალი საქართველოს"
იმერეთის ორგანიზაციის
საჩივარი შპს "პარკინგსერვისის" წინააღმდეგ
ბათილად ცნო.
პოლიტიკურმა პარტიამ მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც
ქუთაისში ავტოსადგომების ადგილებზე პასუხისმგებლობა ეკისრება,
მოსაკრებელის უკანონოდ აღებასა და მოქალაქეების დაჯარიმებაში
დაადანაშაულა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ "პარკინგსერვისი"
მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის სრული დაცვით ახორციელებს.
"პარკინგსერვისი" წარმოადგენს უფლებამოსილ იურიდიულ პირს, რომელსაც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას, დამრღვევისათვის
შეეძლო შეეფარდებინა ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის სახით, რაც იმას
ნიშნავს, რომ შპს "პარკინგსერვისის" მიერ საჯარიმო ქვითრები
გამოწერილი იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით," - აღნიშნულია
სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც უწყებამ 2016 წლის 13 მაისს
გამოიტანა.
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციამ სასამართლო უწყებას
"პარკინგსერვისის" წინააღმდეგ სარჩელით 2016 წლის 25 თებერვალს
მიმართა.
"პარკინგსერვისის" დისკვალიფიკაციის მოთხოვნის
მიზნით გოგი წულაიმ ქუთაისში, ასევე აქციები გამართა.
ქუთაისის მერიამ პარკირების ადგილებზე პასუხისმგებლობა შპს
"პარკინგსერვისს" სამჯერ გამოცხადებული აუქციონის ჩავარდნის შემდეგ
გადასცა.
ამ დრომდე ქალაქის ტერიტორიაზე პარკირებისთვის განსაზღვრული იყო 274
ადგილი. აქედან, 147 საერთო სარგებლობისაა, ხოლო 77 სპეცადგილი
გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები