ქუთაისში "ოქროს ჩარდახში" ღონისძიება სახელწოდებით "ვკითხულობთ
ვეფხისტყაოსანს" გაიმართა.
რუსთაველის პოემის საჯარო კითხვა ააიპ ქუთაისის კულტურულ,
სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწერებულებათა გაერთიანების და
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ფოლკლორის კაბინეტის
ორგანიზებით ჩატარდა.
"მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე ტრადიციულად ატარებს
"ვეფხისტყაოსნის" ზეპირ კითხვას. წელს გავზარდეთ არეალი და
ღონისძიებაში მონაწილებენ, როგორც ქუთაისის საჯარო სკოლების, ასევე
რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრები. ჩვენი მიზანია ის ტრადიცია
გავაგრძელოთ, როცა ჩვენმა წინაპრებმა ზეპირად იცოდნენ
"ვეფხისტყაოსანი", - განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
ფოლკლორის კაბინეტის ხელმძღვანელმა, ნატო მანდარიამ.
ღონისძიების მონაწილეებს "ვეფხისტყაოსნიდან" ნებისმიერი მონაკვეთის
წაკითხვა შეეძლოთ.
"უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას კონკურსში და მიხარია, რომ ყოველ
წელს მონაწილეთა რაოდენობა იზრდება," - განაცხადა ქუთაისის პირველი
საჯარო სკოლის მოსწავლემ, თამუნა ერგემლიძემ.
"ვეფხისტყაოსნის" ზეპირი კითხვის კონკურში 80-მდე მოსწავლემ მიიღო
მონაწილება.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
ორგანიზაციის UNESCO გადაწყვეტილებით, 2016 წელი მსფლიოში შოთა
რუსთაველის წლად გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები