ქუთაისში არსებული ე.წ ნინოშვილის ბაღი "დიდების ბაღად"
გადაკეთდება.
ამის შესახებ ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ნონოშვილის ბაღში
გამარჯვების დღის აღნიშვნის დროს განაცხადა.
"გადავწყვიტეთ, რომ ერთიანი დიდი მემორიალი გავაკეთოთ, სადაც
სხვადასხვა ომში დაღუპულ ადამიანთა კუთხეები იქნება წარმოდგენილი და
ზოგადად, იქნება "დიდების ბაღი" ეს ბაღი," - განაცხადა შოთა
მურღულიამ.
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი
დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ
გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები