დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქუთაისის საბავშო ბაღის
ფილიალიდან გათავისუფლებული ხელძღვანელის, ნანა კაკურიას საქმეზე
განაჩენს გამოაცხადებს.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის, რობიზონ ხურცილვას განმარტებით,
სასამართლოს ბოლო პროცესზე მოწმეებმა ჩვენებები
მისცეს.
"ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას", - ამბობს ადვოკატი.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა
მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1,
#13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა
კაკურია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის ბაგა-ბაღებიდან გათავისუფლებული
თანამშრომლების ბრალდებები და მოთხოვნები -
დისკუსია
ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ
საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში
მიიღო
ქუთაისში
ააიპ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გათავისუფლებას
ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები