ქუთაისის საქალაქო სასამართლო ქუთაისის საბავშო ბაღის ფილიალიდან
გათავისუფლებული ხელძღვანელის ნანა კაკულიას საქმეზე განაჩენს 18
აპრილს გამოაცხადებს.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის რობიზონ ხურცილვას განმარტებით, დღეს
გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა ჩვენებები მისცეს.
"სასმართლო პროცესი დასრულდა. თუმცა, ველოდებით მოსამართლის
გაადწყვეტილებას, რომელსაც 18 აპრილს გამოაცხადებენ", - ამბობს
ადვოკატი.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელმა
მიმდინარე წლის 12 იანვარს ქუთაისის საბავშვო ბაღის 4 ფილიალის (#1,
#13, #17,#15) ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლა. მათ შორის იყო ნანა
კაკულია, რომელიც მე-15-ე საბავშო ბაღის ფილიალს ხელმძღვანელობდა.
ბრძანების თანახმად, ისინი ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულების გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები