"ჩვენი
მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ შორის
ჯანდაცვის და განათლების სფეროში".
ქუთაისის მერია სამედიცინო და განათლების სფეროს კვლევას იწყებს. ამ
მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალი კვირიდან ქალაქში
არსებული სამედიცინო და სხვა კერძო სასწავლებლების აღწერას
იწყებს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისში დაახლოებით
200-მდე კერძო სამედიცინო და სხვა კერძო სასწავლებელია, რომლის კვლევა
როგორც მერიაში განმარტავენ, ერთ თვეში დასრულდება.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა
კლდიაშვილის განმარტებით, აღნიშნული აღწერები ხელს შეუწყობს
ბიზნესობიექტებს სამედიცინო და განათლების სფეროში ჯერ პრობლემების
გაცნობას, შემდეგ კი მათ მოგვარებას.
"ჩვენი მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ
შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში, რომ გავიგოთ თუ სად რა
პრობლემა არის", - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.
მისი განმარტებით, ეკონომიკის სამსახურს კიდევ დაახლოებით 20-მდე
სხვადასხვა სფეროში აქვს ანალოგიური აღწერა დაგეგმილი.
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს
300 საწარმო და 3 279 ბიზნესსუბიექტი
გამოკითხა.
იმ დროისთვის ბიზნესობიექტების წარმომადგენლები მერიას
ინიციატივას იწუნებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები