ავარიული
კედლები და სახურავი მოხუცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში, სოციალურად დაცუველი ვენერა
ყვავაძე ნახევრადდანგრეული სახლში ცხოვრობს, სადაც კედლები და
სახურავი ავარიულია და მოხუცის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
"განსაკუთრებით წვიმიან და ქარიან ამინდში მგონია რომ დილამდე ვეღარ
მივაღწევ და კედლები თავზე ჩამომენგრევა," - ამბობს "ქუთაისიპოსტთან"
საუბარში ვენერა ყვავაძე.
ვენერა ყვავაძეს თქმით, მისი საცხოვრებელი სახლი 12 წლის წინ
ძლიერმა ქარმა დააზიანა. თუმცა , მას შემდეგ სოციალურად
დაუცველმა საკუთარი სახსრებით სახლის შეკეთება ვერ შეძლო და
დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.
"აღარ მახსოვს რამდენჯერ მივმართე თხოვნით გამგეობას, თუმცა მათგან ამ
დრომდე არანაირი დახმარება არ მიმიღია," - ამბობს ვენერა ყვავაძე.
ვენერა ყვავაძეს შემპოსავალი მხოლოდ პესნია და სოციალური
დახმარებაა.
როგორც ვანის გამგეობაში ამბობენ ,ვენერა ყვავაძის სახლი არ
ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას, რის გამოც 2012 წელს ზეინდრის
ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ტატიანა ყვავაძეს, რომელიც არის
ვენერა ყვავაძის ოჯახის წევრი (რძალი) სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად
(ერთ ლარად), მრავალსულიანი ოჯახის საცხოვრებელი პირობების
გაუმჯობესების მიზნით, საკუთრებაში გადასცა შენობა -ნაგებობა საერთო
ფასით 95.8 კვ.მ.
რა პირობებში ცხოვრობს 84 წლის სოციალურად დაუცველი უსინათლო მოხუცი,
ნახეთ ფოტორეპორტაჟი
მასალის გამოყენების პირობები