ახალი ამბები
სოფელ მაღლაკის მოსახლეობა გარე განათების დამონტაჟებას ითხოვს - აქცია წყალტუბოში
FaceBook
დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მე-20, ე.წ "ჟორჟოლიანების" უბნის მცხოვრებლებმა გარე განათების არ არსებობის მიზეზით აქცია გამართეს.


"მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს არც გზა და არც წყალია გაყვანილი, პირველ რიგში მოვითხოვთ, ქუჩაში გარე განათება დაგვიმონტაჟონ, რადგან ბავშვები წვიმის დროს სკოლაში ვერ მიდიან. ასევე, ღამე მანქანით გადაადგილება თითქმის, შეუძლებელია" - ამბობს, მაღლაკის მე-20 უბნის მცხოვრები, თამარ შაქარაშვილი.

სოფლის მცხოვრებლები გამგეობას განსახორციელებული სოფლის პროგრამების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

"პრიორიტეტებს თვითონ საზღვრავენ და არ უსმენენ მოსახლეობას, მაგალითად, ზედა მაღლაკის სკოლის შემოღობვა, კულტურის სახლის დამთავრება და ა.შ, რომელიც არა სოფლის ბალანსზე, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა" - აცხადებს აქციის მონაწილე ვარლამ ღვინიანიძე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მაღლაკში, თენგიზ ნიჟარაძე აცხადებს, რომ სოფლის პროგრამების განხორციელება არა ერთი კონკრეტული უბნის მცხოვრებთა აზრის გათვალისწინებით, არამედ მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაცვით უნდა გადაწყდეს.

"მიმდინარე წლის 1 მარტს "სოფლის მხარდაჭრის პროგრამის" ფარგლებში ჩატარდა საჯარო კრება სოფელ მაღლაკში, რომელსაც ესწრებოდა 200-ზე მეტი მოსახლე. მოსახლეობამ დაასახელა სოფლის წინაშე მდგარი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები. მათი თქმით, ეს არის საბავშვო ბაღი, სკოლა, გზების საკითხი, კულტურის სახლი, ამბულატორია. სულ გამოყოფილია 70 000 ლარი. ამიტომ თუ მხოლოდ გარე განათებებზე გავაკეთებთ აქცენტს, დანარჩენ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვერ მოვაგვარებთ" - ამბობს მაღლაკის თემის რწმუნებული, თენგიზ ნიჟარაძე.

სოფელ მაღლაკის მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მიუხედავად ვალდებულებისა, არ მიაწოდეს მოსახლეობას ინფორმაცია საჯარო კრების ჩატარების ადგილის და დროის შესახებ, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი სხდომას ვერ დაესწრო.

მოსახლეობის თქმით, კრება ჩატარდა წინასწარ მომზადებული გადაწყვეტილებების ირგვლივ მანიპულირების რეჟიმში. ამის ფონზე სოფლის მცხოვრებლები ჩატარებული კრების გაუქმებას და ხელახალი კრების ჩატარებას ითხოვენ.

მაღლაკში 80 კმ გარე განათებაა გასაკეთებელი, 20 კმ გაკეთებულია. რაც შეეხება დანარჩენს, როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაზისა და გზის გაყვანის საკითხი, ხოლო ქუჩის გარე განათების დამონტაჟების საკითხი, რომელიც უბნის მაცხოვრებლების მთავარი მოთხოვნაა, არ განხორციელდება.

ბიუჯეტში, რომელიც 70 000 ლარს მოიცავს გათვალისწინებულია კულტურის სახლის, საბავშო ბაღის შეკეთება, სასაფლაოების, სოფლის სკოლების ღობეების შემორაგვა.

მოსახლეობა მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილობლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.