ახალი გზა ქუთაისს სვანეთთან 2 საათით დაახლოებს
სვანეთამდე ალტერნატიული მისასვლელი გზა მალე ქუთაისიდან დაიწყება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ქუთაისი სვანეთს ცაგერი–ლენტეხის გავლით
დაუკავშირდება.
პროექტი სვანეთში თეთნულდის სამთო–სათხილამურო კურორტის გახსნას
უკავშირდება. ახალმა გზამ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ზამთრის
ახალ კურორტამდე მისვლა უნდა გაუმარტივოს.
უკვე ცნობილია, რომ ახალი გზა ქუთაისს მაღალმთიან სვანეთთან 2 საათით
დაახლოებს. სწორედ ეს დრო იქნება საჭირო ქუთაისის აეროპორტიდან
თეთნულდის საკურორტო ზონამდე.
ცაგერი–ლენტეხის გავლით, ქუთაისი–სვანეთის შემაერთებელი გზის პროექტზე
მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტის ღირებულება, შესრულების
ვადები და სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები