ქუთაისში გათავისუფლებული ბაგა-ბაღების ხელმძღვანელების განცხადებით,
სამსახურიდან დათხოვა ბაღების პედაგოგებსა და თანამშრომლებსაც
ემუქრებათ.
#1 ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელი, ზაალ ხონელიძე აცხადებს, რომ
ფილიალის თანამშრომლებთან ქუთაისის ააიპ სკოლამდელი დაწესებულების
იურისტის მხრიდან სატელეფონო ზარები ყოველდღიურად ხორციელდება.
"ჩვენი გათავისუფლება მოხდა უსაფუძვლო ბრალდებით. არსებობს შიში და
მოლოდინი იმისა, რომ ჩემი თანამშრომელებიც გაათავისუფლონ.
გაერთიანების იურისტი მათ ტელეფონით უკავშირდება და აფრთხილებს ხმა არ
ამოიღონ," - ამბობს ზაალ ხონელიძე.
#1 ბაგა-ბაღის თანამშრომლები ყოფილ ხელმძღვანელს თანადგომას უცხადებენ
თუმცა, მედიასთან კომენტარს არც ერთი მათგანი არ აკეთებს.
ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მათი
მხირდან პედაგოგების და თანამშრომლების გათავისუფლების განცხადება არ
გაკეთებულა და ეს ბრალდება უსაფუძვლოა.
#1
ბაგა-ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის მხირდან ქუთაისის მერის და
ააიპ
სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების ხელმძღვანელობის მისამართით,
ბაღებში საკვები პროდუქტების ვარგისიანობასთან დაკავშირებით კიდევ
ერთი ბრალდება გაჟღერდა. ზაალ ხონელიძის განცხადებით, 35-ვე
ბაგა-ბაღის ფილიალში გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი
შეაქვთ.
ქუთაისის საბავშვო ფილიალების (#1, #13, #17,#15) ყოფილ
ხელმძღვანელები 2016 წლის 12 იანვარს გაათავისუფლეს.
ააიპ ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ისინი
გაერთიანების წესდების და ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პუნქტების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.
ქუთაისის სკოლამდელი აღზდის დაწესებულების ფილიალების გათავისუფლებული
ხელმძღვანელების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
იკვლევს.
მასალის გამოყენების პირობები