ახალი ამბები
გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება
FaceBook
პროექტის ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო და სუვენირების მაღაზია.
გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
სამინისტროს ცნობით სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.

პროექტის ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და მოეწყობა ავტოსადგომი.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას. გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი.

პარალელურად, შესრულდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს და დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.