ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის დედას ტყიბულის საპატიო
მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ციალა ჩაფიძე სოფელ მუხურის საჯარო სკოლის პედაგოგია. 2014-2015
წლებში, ციალა ჩაფიძის გარდა, ტყიბულის საპატიო მოქალაქის ტიტული
საქართველოს პარლამენტის წევრს, დავით ბეჟუაშვილს, "საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფის" გენერალურ დირექტორს ლევან ჭოლაძეს, მანგლისისა
და წალკის მიტორპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, ანსამბლ "ქართული ხმების"
დამფუძნებელს, რობერტ გოგოლაშვილს და ჩაჩავასა და ღუდუშაურის
სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს, ელგუჯა გოცირიძეს
გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები