ახალი ამბები
ქუთაისში, გზის სამუშაოების დროს, ასფალტის ქვეშ უძველესი მოზაიკა იპოვეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასფალტის საფარის ქვეშ უძველესი მოზაიკა აღმოაჩინეს.
ის გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ფრაგმენტულადაა შენარჩუნებული, თუმცა, თითქმის ხელუხლებელია.





როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოზიაკა, შესაძლოა, ას წელზე მეტი ხნის იყოს. წლების განმავლობაში ქუჩაზე რამდენიმე ფენა ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო, ამიტომ, მისი არსებობა აღარავის ახსოვდა.

ტაბიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს უძველესი მოზაიკა ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა შეამჩნიეს.

სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი  ამბობს, რომ მოზაიკა ფრაგმენტულია, ამიტომ ამის შესახებ ოფიციალურად არავისთვის უცნობებიათ.

"ვინც აკეთებს გზას, ისინიც გაოცებული იყვნენ. ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ,  მხოლოდ ფრაგმენტულადაა, დაახლოებით 5 მეტრიანი მონაკვეთები. ეს რომ მთელ ქუჩაზე იყო უწყვეტად, კიდევ შეიძლებოდა მის შენარჩუნებაზე ფიქრი. როგორც აქ ამბობენ, ასი წლის წინანდელი მაინც იქნებაო. ეს მოზაიკა რომ დაიგო, მაშინ, ალბათ, ათ სახლზე მეტი არ იქნებოდა ამ ქუჩაზე. მას შემდეგ ბევრჯერ დაიგო ახალი გზა, ხალხმა თავიანთ ეზოებში შესასვლელები გააკეთეს და ცხადია დაზიანდა, თუმცა, ის,  რაც გამოჩნდა, თითქმის ხელუხლებელია",-ამბობს მურად ჯიშკარიანი.

გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა ადრე გეგუთის, მოგვიანებით კი ჭავჭავაძისა და წულუკიძის სახელს ატარებდა.


ფოტოები აღებულია ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ფეისბუქის გვერდიდან

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 27
დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
11:18 / 23.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 27 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც
მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ
აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები
მიიტანეს.
15:14 / 21.12.2024
ქუთაისში, ნაძვის ხესთან, სადაც მერია ახალი წლის მოახლოებას ზეიმობს, მოქალაქეებმა პროევროპულ აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი დემონსტრანტების ფოტოები მიიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.