ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა.
ჭერი პირველ კლასელთა ოთახში, გაკვეთილის მიმდინარეობისას
ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სკოლის დირექტორის მურად ჯიშკარიანის თქმით, ფაქტზე დაწყებულია
გამოძიება, ინფორმირებულია განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის
სამსახურიც. რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი, უახლოეს
მომავალში გაირკვევა.
"საბედნიეროდ, ბავშები სადაც იყვნენ იმ სივრცეში არ ჩამოშლილა. პირველ
სართულზე ჭერის ჩამონგრევის პირველი შემთხვევაა ეს. მეორე სართულზე
ვიცოდით მიზეზი, რომ ქარის შემოვარდნა იყო და ახლა რამ გამოიწვია,
ჯერჯერობით, არ ვიცით", - ამბობს მურად ჯიშკარიანი.
მეორე საჯარო სკოლის შენობაში ჭერი
პირველად გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულებიდან მალევე ჩამოინგრა. მაშინ დირექტორი განმარტავდა რომ
ჭერის ჩამონგრევა ქარის გამო მოხდა.
სკოლაში რეაბილიტაცია ჭერის სამჯერ ჩამოვარდნის შემდეგაც
განახორციელეს.
მასალის გამოყენების პირობები