ახალი ამბები
"მდინარე რიონზე, შესაძლოა, სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისები დაინიშნოს"
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი და მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ომარ ნიშნიანიძე, მდინარე რიონზე სწრაფმავალი ხომალდებით რეგულარული რეისების დანიშვნის იდეით გამოდის.
პროფესორი ამბობს, რომ მცირე ზომის ხომალდები ფოთიდან ვანამდე რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ხომალდები ისტორიულ გემს "არგოს" უნდა ჰგავდეს.

"არსებობს იდეა,  რომლის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, რომ გაკეთდეს რეგულარული მარშრუტი, ჭყვიშამდე, ვანამდე, "არგოს" სტილის პატარა ხომალდებით. ქუთაისამდე ვერ მოვა, რადგან რიონჰესმა და ვარციხეჰესმა დააშრო რიონი. ტურისტები ივლიან ბათუმიდან, ქობულეთიდან და ფაზისის გავლით შემოვლენ აიეტის სამყაროში, ძველ კოლხეთში", - ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

აღნიშნული იდეის გარდა, პროფესორმა უკვე დაიწყო გემ "არგოს" მშენებლობა, რომელიც მისი თქმით, ხის მასალისგან დამზადდება და 20-მდე ადამიანზე იქნება გათვლილი. ნიშნიანიძე ამბობს, რომ "არგო" მდგრადი და უსაფრთხო იქნება. თუმცა, მდინარე რიონში, მცირეწყლიანიობის გამო, რეგულარული რეისების შესრულება ამ გემით ვერ მოხერხდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, "არგოს" მშენებლობის დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2013 წელს ქუთაისში, მდინარე რიონზე პორტის მოწყობის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისს აქვს შესაძლებლობა საპორტო ქალაქად იქცეს. დეპუტატი მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში პორტის მოწყობის იდეის ავტორი გემს აშენებს (ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.