"თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკოსი" – დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში (ვიდეო)
14:50 / 27.03.2019
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და კობა
ნარჩემაშვილის ბიუროს უფროსი, დეპუტატი ალეკო ახალაძე, ერთმანეთს
სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ალეკო ახალაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს მატყუარა პოლიტიკოსი უწოდა.
"თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკოსი. ახლა გახვალთ გარეთ, სადაც წინასწარ
გყავთ ხალხი დარიგებული და გააკეთებთ ხმამაღალ განცხადებებს და ეს
გგონიათ პოლიტიკა "-უთხრა შუშანიას ალეკო ახალაძემ.
მან გიგა შუშანიას ასევე შეახსენა სატელევიზიო დებატებში მიწვევა,
რაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა უარი თქვა.
"მე პოლიტიკოსებს ვხვდები დებატებში და არა მათ
ახლობლებს",-განაცხადა შუშანიამ. ახლობლებში დეპუტატმა კობა
ნარჩემაშვილი იგულისხმა.
დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში ქალაქის მერიც ჩაერთო. გიორგი
ჭიღვარიამ გიგა შუშანიას პოლიტიკური წარსული შეახსენა.
საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მერიაში ახლადშექმნილი
არქიტექტურის ააიპისთვის 210 000 არის გამოყოფას მოჰყვა. შუშანიას
თქმით, ეს ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში მმართველი
გუნდის აქტივისტებზეა გათვლილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები