ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში რეორგანიზაციის ფარგლებში
სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება.
მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში აუდიტის განყოფილება
სამსახურად ჩამოყალიბდება. ასევე, დაგეგმილია
არქიტექტურის სამსახურის ააიპ ორგანიზაციად გადაკეთება.
მერიაში განმარტავენ, რომ ააიპ ორგანიზაციის დაფუძნების
შემთხვევაში მოქალაქეებს ღია ფანჯრის პრინციპით
მოესახურებიან.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასული წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა
და 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები