ახალი ამბები
ქუთაისში მიწისქვეშა გადასასვლელის გახსნას ითხოვენ
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელძღვანელმა გოგი წულაიამ  ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის უფუნქციობა გააპროტესტა.
"გვირაბის გახსნა შარშან, აპრილში ჰქონდათ დაანონსებული. ზაფხულზე აქ, ამ ადგილზე ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა, იმის გამო რომ მიწისქვეშა გადასასვლლი არ ფუნქციონირებს. სირცხვილია, რომ ამ ყველაფერს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. მივმართავ ხელისუფლებას, გაგვცენ პასუხი კითხვაზე, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას იმ დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრების მიმართ და რცხვენიათ თუ არა იმის, რომ 21-ე საუკუნეში გადასასვლელი ასეთ მდგომარეობაშია" - განაცხადა გოგი წულაიამ. მისი თქმით,  ხელისუფლება მოქალაქეებზე მეტად საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

,,არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია რომელიმე ბიზნესმენს მისცე ფული და შემდეგ ის მიხედავს ყველაფერს. ოდნავი სიყვარულია საჭირო, საკმარია, ქვეყანა ფულზე მეტად გიყვარდეს და ყველაფერი მოგვარდება",  - განაცხადა გოგი წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნულზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მიწისქვეშა გადასასვლელი მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა"  გასული წლის აპრილში დაასუფთავა, მაშინ ქალაქის მერიაში აცხადებდნენ რომ ტერიტორია მოწესრიგდებოდა და გაიხსნებოდა.


ავტორი: ლილე ბერაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.