ახალი ამბები
სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ
FaceBook
სამტრედიის 24 საბავშო ბაღში აღსაზრდელები ვირისა და ცხენის ხორცით იკვებებოდნენ. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2018 წლის ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ მომმარაგებელი კომპანია შპს "ელენიკო" ბაღებს საქონლის ნაცვლად ვირისა და ცხენის ხორცს აწვდიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" სამტრედიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ემზარ შუბლაძე ამბობს, რომ მომმარაგებლის მიერ არაკეთილსინდისიერი ქცევის ეს შემთხვევა პირველი არ არის.

"2014 წლის მიწურულსაც იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ მაშინ ხორცი აღმოჩნდა გაფუჭებული და ბავშვები იღებდნენ ამ გაფუჭებულ საკვებს. მაშინ ჩაფარცხეს ეს საქმე და გაგრძელება აღარ მოჰყვა. ახლაც, როგორც ვიცი გაყინული ფილე შეაქვთ ბაღებში, რომელსაც თანამშრომელი იბარებს როგორც ერთ კილოს და გალღვობის შემდეგ ის რჩება 800 გრამი. ამაზე კი ადმინისტრაცია თანამშრომელს სთხოვს პასუხს. არ არის კონტროლი, არავითარი მონიტორინგი არ ხდება, არის აბსოლუტურად გულგრილი დამოკიდებულება. უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამაზე თანამშრომლები ვერ საუბრობენ, რადგან მათ უკან  ოჯახები დგანან", - ამბობს ემზარ შუბლაძე.

სამტრედიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში მომხდარს ადასტურებენ.  ააიპის  შესყიდვების კოორდინატორის, ქეთევან ივანეიშვილის თქმით, ორგანიზაციამ კომპანიას ხელშეკრულება უკვე გაუწყვიტა და 20 000 ლარითაც დააჯარიმა.

"ერთჯერადად მიიღეს ბავშვებმა ეს ხორცი. ფაქტის დადასტურებითანავე  35 კგ საქონლის ხორცი ამოვიღეთ. ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და შპს "ელენიკო" 20 000 ლარით დაჯარიმდა. როგორც ვიცი, ამ შპს-ს საქმეს ფინანსური პოლიცია სწავლობს", - ამბობს ქეთევან ივანეიშვილი.

რაც შეეხება,  გაყინულ და დასამუშავებლად გამზადებულ ხორცს შორის წონის სხვაობის გამო პასუხისმგებლობის თანამშრომლებზე დაკისრებას, ქეთევან ივანეიშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ხდება და პროდუქტის დამუშავების დროს გათვალისწინებულია მისი სუფთა წონა და ნარჩენების რაოდენობა.

შპს "ელენიკო" სამტრედიის ბაღებს ხორცის პროდუქტებს თითქმის ერთი წლის განმავლობაში აწვდიდა. გაერთიანებამ კომპანიას 68 484 ლარიანი ხელშეკრულება 2018 წლის ოქტომბერში გაუწყვიტა. ახალი ტენდერის გამოცხადებამდე აღსაზრდელებს ხორცის პროდუქტი არ მიწოდებოდათ.

2019 წლიდან სამტრედიის ბაღების გაერთიანებას ხორცის პროდუქტებით ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია, შპს "ნარგული" ამარაგებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.