ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის დიზაინის შერჩევას საზოგადოებას
სთავაზობს.
მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე
გამოაქვეყნა.
ბულვარის ყველა ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა,
ძელსკამი) სასურველ ვერსიას მოქალაქეები ხმის მიცემით შეარჩევენ.
ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტი ბულვარის პროექტის საბოლოო
ვერსიაში მოხვდება, რის შემდეგაც სამუშაოებზე ტენდერი
გამოცხადდება.
ხმის მიცემის პროცესი 15 თებერვლიდან დაიწყება და მიმდინარე წლის
მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
ხმის მისაცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/zeN41BkSkL0vFVrt1
ცენტრალური ბულვარის პროექტი იხილეთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები