ახალი ამბები
ლაშა გვენეტაძე, გიორგი ღავთაძე _ ვინ განიხილება ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე
FaceBook
ქუთაისის მერის მოადგილის ვაკანტურ ადგილზე ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლაშა გვენეტაძე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე განიხილება.

ჩვენთან საუბარში ლაშა გვენეტაძე ადასტურებს, რომ მან ქალაქის მერისგან მიიღო შემოთავაზება, თუმცა, გადაწყვეტილი არაფერია.

"იყო კონსულტაციები ამაზე ქალაქის მერთან. სადაც დავჭირდები იქ დავუდგები გიორგი ჭიღვარიას", – ამბობს ლაშა გვენეტაძე.

საკრებულოს წარმომადგენლისგან განსხვავებით, გიორგი ღავათაძე განმარტავს, რომ შემოთავაზება არც ქონია და არც აქვს სურვილი მერის მოადგილის პოსტი დაიკავოს.

ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი იობაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 6 თებერვალს დატოვა. თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ამის მიზეზი შიდა დაპირისპირება იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.