ზესტაფონის მერი, კახაბერ მახათაძე თანამდებობას
ტოვებს. ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ
მერმა ეს გადაწყვეტილება ზესტაფონში მიმდინარე პროცესების გამო მიიღო.
თუმცა, რა პროცესებზეა საუბარი არ დაუკონკრეტებია.
"მერმა გადაწყვიტა რომ განცხადება დაწეროს და წავიდეს. ეს
გადაწყვეტილება უკვე მიიღო და როგორც ამბობს არ შეცვლის. ჩანს
"ოცნების" გუნდმა გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს და
ამ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ღირსეული ადამიანის ადგილი, როგორიც
კახაბერ მახათაძეა. ის არ დაეთანხმა მიმდინარე პროცესებს და მიიღო ეს
გადაწყვეტილება ", -ამბობს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობა ოთხი თვის წინ მერის
მოადგილემ
ბესიკ ლეონიძემაც დატოვა. პარალელურად, მის
ადგილზე ახალი ვიცე-მერი დაინიშნა. ლეონიძე ფეროშენადნობთა
ქარხნის თანმაშრომელმა, ელგუჯა კვეტენაძემ ჩაანაცვლა.
ბესიკ ლეონიძემ გადაგომის თაობაზე განცხადება თავად დაწერა. თუმცა,
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მან ეს "დავალება" ცენტრიდან მიიღო.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მაშინ პოსტის დატოვებას მერსაც
აიძულებდნენ. თუმცა, მაშინ კახაბერ მახათაძემ ეს "დავალება" არ
შეასრულა.
მაშინ ზესტაფონის მერის კახაბერ მახათაძის თანამდებობიდან
შესაძლო წ
ასვლაზე მერიის ადმინსტრაციული სამსახურის
უფროსი ეკა დუგლაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებდა.
თუმცა, აცხადებდა, რომ თუკი
კახაბერ მახათაძე პოსტს დატოვებდა მერიის ბევრი თანამშრომელიც
ანალოგიურად მოიქცეოდა.
"თუკი ქალაქის მერი წავა, ჩვენც წავალთ", – ამბობდა ეკა
დუგლაძე.
ზესტაფონში მერის გადადგომას ერთი წელია ითხოვენ. კახაბერ მახათაძის
წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მერიის შენობაში გასული წლის
სექტემბერში დაიწყო, რომლსაც ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი
გიორგი გოგლიჩიძე ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად აქციის
მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის
შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები
ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებდნენ.
მოგვიანებით, გიორგი გოგლიჩიძემ ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა,
სადაც მისი თქმით, მოქმედი მერისა და ყოფილი თანამშროლების საუბარი
ისმის. აუდიო ფაილში, სადაც, სავარაუდოდ, კახა მახათაძე იმ ადამიანებს
ესაუბრება, რომლებიც მისი პოსტზე არჩევის შემდეგ ზესტაფონის მერიიდან
გაათავისუფლა, პროკურატურაში უკვე წარდგენილია.
კახაბერ მახათაზე არჩეული მერია, ის 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.
ამავე
თემაზე:
ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - ვიცე-მერმა
თანამდებობა დატოვა
ზესტაფონის
მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
,,დაისაჯოს კანონდამრღვევი
კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში
"თანამდებობიდან
გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე
ზესტაფონში
"ვერ ვსარგებლობთ
მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში
არ უშვებენ
მასალის გამოყენების პირობები