ნულოვანი სართული გამოჩნდა – რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე (ვიდეო)
17:19 / 01.02.2019
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერიტეტის კორპუსების სამშენებლო
სამუშაოები დაწყებულია.
უკვე ამოყვანილია 7 სართულიანი კორპუსის ნულოვანი სართული. სამშენებლო
სამუშაოებს ფონდი "ქართუ" ახორციელებს. თუ რა ხდება ადგილზე ნახეთ
ქუთაისიპოსტის ვიდეო:
ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება
2019 წელს არის დაგეგმილი. თუმცა, ვადამ 2020 წლამდე გადაიწია.
სამაგიეროდ, სასწავლებელს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯერ კიდევ
2017
წლის ივნისში დაუნიშნეს.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის
არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის
ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა
ივანიშვილიც დაესწრო. იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა
და დასრულების ვადები არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს,
რომ უნივერსიტეტმა სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
ის 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები