წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში
ბუნებრივი აირის აფეთქება თვითნებურად
დამონტაჟებულმა წყლის გამათბობლის
გაუმართაობამ გამოიწვია.
ამის შესახებ წყალტუბოს მერიაში განმარტავენ.
"ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტზე აფეთქება ბუნებრივი
აირის გაჟონვის გამო მოხდა, რაც თვითნებურად დამონტაჟებულმა წყლის
გამოთბობლის გაუმართაობამ გამოიწვია. სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო
ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არიან
გადაყვანილები", -
განმარტავენ მერიაში.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ
იოსელიანი. მისი განმარტებით, რომელიც აცხადებს, რომ
დაშავებულების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მოსახლეობას
მოუწოდებს სიფრთხილისაკენ.
,,სოკარ ჯორჯია გაზის'' წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ
ბალანჩივაძის ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტზე გამოძახება დღეს დილის
9სთ. 30 წუთზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს იქნა
შემოწმებული, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის
მეპატრონეს, მიეცა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან
დაკავშირებით.
მოხდარ ფაქტზე დაიწყო საგამომძიებლო მოქმედებები.
წყალტუბოში, ერთ–ერთ კვების ობიექტში ბუნებრივი აირი 26 იანვარს,
დილით აფეთქდა, რომლის შედეგად ორი ადამიანია
დაშავებული.
ამავე თემაზე:
წყალტუბოში, კვების ობიექტში
ბუნებრივი აირი აფეთქდა
მასალის გამოყენების პირობები