პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,
გოგი წულაია ქუთაისის ცენტრალურ ბაღში დაკეტილ საპირფაშეროს
აპროტესტებს.
"მაშინ, როცა ქალაქს აქვს პრეტენზია რომ არის ტურისტული ქალაქი
და ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშო არის დაკეტილი, ეს
არის წარმოუდგენელი. წლებია ტუალეტი ვერ გახსნენ", – ამბობს გოგი
წულაია.
საპირფარეშოს დაკეტვას აპროტესტებენ ქუთაისში მცხოვრებლებიც. ზურაბ
ბანძელაძის თქმით ეს მათ დისკომფორტს უქმნის. "მერე ანტისანიტარია
ქალაქში. სად წავიდეს ხალხი, ბავშვები, პენსიონერები. აუცილებლად უნდა
მოგვარდეს ეს პრობლემა. სირცხვილია ბოლო-ბოლო", - ამბობს ზურაბ
ბანძელაძე.
მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად
კონკრეტული ნაბიჯები მომავალი კვირიდან გადაიდგმება.
ქუთაისში ოთხი საზოგადოებრივი ტუალეტი, ყოფილი ხელისუფლების დაკვეთით,
2012 წელს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ააშენა.
სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში (SPA120001346) გამარჯვებულმა შპს
„თელამ“ შეასრულა.
2012 წლიდან 2015 წლამდე, საზოგადოებრივი ტუალეტები ეკონომიკის
სამინისტროს ბალანსზე იყო. ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ, რომ ამ
ხნის განმავლობაში მათი ქალაქისთვის გადმოცემის პროცედურები
მიმდინარეობდა.
ოთხივე საზოგადოებრივი საპირფარეშო ქუთაისის მერიამ,
დაკანონების შემდეგ, მის
დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ ეტაპობრივად
გადასცა. მათზე მეთვალყურეობა სწორედ
ამ უწყებას ევალება.
2017 წელს კი, საზოგადოებრივი საპირფარეშოები ქალაქს
გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები