ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშია" მერის, ნიკოლოზ
თოფურიძის იმპიჩმენტს ითხოვს.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა პრესკლუბ
"მედიარუმში" განაცხადა, ხარაგაულის მერი დაკისრებულ მოვალეობას თავს
ვერ ართმევს და ის თანამდებობიდან უნდა წავიდეს.
თორნიკე ავალიშვილის თქმით, თუ საკრებულო მერის გადაყენების მიზნით
რიგგარეშე სხდომას არ მოიწვევს, ის მორიგ სხდომას ჩაშლის.
"თუ არ მოიწვევენ რიგგარეშე სხდომას და არ მოითხოვენ ნიკოლოზ
თოფურიძის იმპიჩმენტს, მორიგი სხდომის ჩატარების საშუალებას არ
მივცემთ. აუცილებლად ჩავშლით სხდომას. თუ ნამდვილია ეს დაპირისპირება
და არ არის დადგმული სპექტაკლი, მოიწვიონ სხდომა და გადააყენონ მერი",
– ამბობს თორნკე ავალიშვილი.
მისი თქმით, მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის
დაპირისპირება რეალურად არსებობს, თუმცა,
უმრავლესობის დეპუტატები დამოუკიდებლად იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას,
სავარაუდოდ, ვერ მიიღებენ.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ხარაგაულში პრობლემები
ადრეც იყო, თუმცა, დეპუტატები მხოლოდ ახლა ალაპარაკდნენ ამაზე, რაც
იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის პიროვნული კონფლიქტია.
უთანხმოების მიზეზად თორნიკე ავალიშვილი ძალაუფლების გადანაწილებას
ასახელებს. მისი თქმით, მერს მისივე თანაგუნდელები
მუნიციპალიტეტში კადრების დანიშვნის გამო დაუპირისპირდნენ.
ამავე
თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები