ახალი ამბები
ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ბაზაზე, იმერეთის რეგიონალური ტურისტული ააიპი დაფუძნდება
FaceBook
ქუთაისის მერიის ააიპ ტურიზმის ცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო. მერიის ინფორმაციით, მის ბაზაზე "იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაცია" უნდა დაფუძნდეს, რომელიც იმერეთის ყველა რაიონის ტურიზმის ცენტრებს გააერთიანებს. ცვლილების მიზანია, მუნიციპალიტეტებმა არამხოლოდ მათი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე იზრუნონ, არამედ, ტურიზმი რეგიონის მასშტაბით განავითარონ.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძის თქმით, ტურიზმის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ახალი ააიპის ყველაზე დიდი განყოფილება ქუთაისში იქნება.

"ქუთაისში დღეს მოქმედი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ემსახურებოდა მხოლოდ ქუთაისში ტურიზმის განვითარებას და არა იმერეთის მხარეში. ახლა ეს მოხდება რეგიონის მასშტაბით. ტურიზმის დეპარატამენტში მოწონება ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა დაიმსახურა და გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სწორედ ჩვენი ცენტრი მოემსახურება იმერეთს.

ჩვენი მიზანია ქუთაისში მოვახდინოთ ტურისტების მობილიზება, რადგან ხდება ისე, რომ აქ ჩამოდიან ერთი დღით და ისევ მიდიან. ჩვენ თუ მათ შევთავაზებთ იმერეთის სანახაობებსაც, დავაბრუნებთ უკან. ამასთანავე, ამ ცვლილების მიზანი არის ისიც, რომ ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს შევთავაზოთ ტრანსპორტირება, რაც აქამდე არ ხდებოდა", – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ტურიზმის ცენტრების ფუნქციები ამ ცვლილების შემდეგ გაიზრდება, არ შეიცვლება ბიუჯეტი და დასაქმებულთა რაოდენობა.

თუმცა, როგორც ირკევევა, რაიონების ტურისტული ცენტრებიდან ყელაზე დიდი ფინანსური წვლილის გაღება ქუთაისს მოუწევს. თუ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის წლის განმავლობაში ჯამში 100 000 ლარს დახარჯავს, ქუთაისის იგივე მიზნით 500 000 ლარის გაღება მოუწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29
ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
10:34 / 25.11.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 29 ნოემბრის დღის პირველ ნახევრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.