ახალი ამბები
ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი დაიწყეს
FaceBook
ქუთაისში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყეს. ჯერჯერობით, დეკორაციები რუსთაველის ქუჩის ერთ მონაკვეთზეა დამონტაჟებული.
თუმცა,  კონკრეტული თარიღი თუ როდის დასრულდება ქალაქის საახალწლოდ მორთვა, მერიაში არ იციან.

ააიპ "ქუთაგანათების" უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ახალი წლის ღამეს ქუთაისი საახლწლო დეკორაციებით განათებული შეხვდება. ცენტრალურ მოედანზე ძველი ნაძვის ხე დამონტაჟდება, ოღონდ ახალი დეკორაციებით. ჯერჯერობით, უცნობია დაიდგმება თუ არა ნაძვის ხე რეაბილიტირებულ უბანში. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კი ძველი აღდგენილი ნაძვის ხე მოირთვება. მიმდინარე წელს ახალი წლის შეხვედრა ქალაქის ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდება.

2016 წელს, საახალწლო მორთულობის მონტაჟი 3 დეკემბერს დაიწყო.

ქუთაისის მერიამ საახალწლო დეკორაციებისთვის ელექტრო და ლითონის მაკომპლექტებელ ელემენტების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ელექტრო მაკომპლექტებელი ელემენტების შესაძენად (NAT180016266) გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "დანდი" მას 94 804 ლარად შეასრულებს. ვაჭრობაში ერთი პრეტენდენტი შპს "დანდი" მონაწილეობდა.

მეორე ტენდერი (NAT180016338) მერიამ ამავე წლის 12 ოქტომბერს 12 732 ლარზე გამოაცხადა. მასში ორი პრეტენდენტი შპს მს და შპს "სმარტ სთილი" მონაწილეობდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. სმარტ სთილმა სამუშაოების შესასრულებლად "მს"-ზე ნაკლები 11 682 ლარი მოითხოვა და გამარჯვებულად გამოცხადდა.

საახალწლოდ მორთული ქალაქი ბოლო წლებში ქუთაისელების უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი არაერთხელ გამხდარა. ქუთაისი გასულ წელს, ძირითადად, ძველი და ნაწილობრივ, ახალი განათებებით შეხვდა.

ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე დამონტაჟებული საახალწლო მორთულობის ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში 15 წლის წინ, აჭარის ავტონომიური მთავრობის მიერ ნაჩუქარი ნაძვის ხე იდგა. მთავარი ნაძვის ხე კი 11 წლის იყო. მთავარი საახალწლო ატრიბუტი, რომელიც შარშარ ქალაქის ცენტრში იდგა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2007 წელს, საკუთარი სახსრებით შეიძინა.

ჯერჯერობით უცნობია მერიის მიერ დაპირებული სიახლეები, საახალწლო მორთულობების შესახებ, რამდენად გაამართლებს მოქალაქეების მოლოდინს. 

ამავე თემაზე:

ქუთაისში საახალწლო დეკორაციების მონტაჟი ამ დრომდე არ დაუწყიათ


ჩაშლილი ტენდერი, უარი გამარტივებულ შესყიდვაზე და ბრალდებები ყოფილ ხელისუფლებას

ქუთაისის ნაძვის ხეების ისტორია (ფოტო)

ქუთაისის მერია - საახალწლოდ სიახლეებს უნდა ველოდოთ


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.