ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონის
მოქმედი მერის კახა მახათაძის გადადგომის მოთხვნით დღეიდან აქციას
იწყებს.
10 დეკემბერს საპროტესტო აქცია ქალაქის მერის კახა
მახათაძის კაბინეტის პიკეტირებით 13:00 საათზე
დაიწყება.
"კახა მახათაძის წინააღმდეგ, შვიდ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის
საქმე. ერთ–ერთი არის ქერქული ნარჩენების მიტაცება, რომელშიც საკუთარი
ძმა ჰყავს ჩართული; ასევე, ტენდერების საკითხი, კერძოდ კი, მან
ტაბაკინის მამათა მონასტრის მისასვლელ გზაზე მეორედ გამოაცხადა
ტენდერი და იმავე კომპანიას მოაგებინა, რომელმაც გზის იგივე
მონაკვეთზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული
ტენდერის პირობები არ შეასრულა. მას ზესტაფონთან მხოლოდ
ბიზნეს–ინტერესები აკავშირებს. კახა მახათაძეს არ აქვს მორალური
უფლება იყოს ამ ქალაქის მერი", – განაცხადა პრესკლუ
ბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე გიორგი
გოგლიჩიძემ.
გიორგი გოგლიჩიძე აცხადებს, რომ თუკი კახა მახათაძე დაკავებულ
თანამდებობას არ დატოვებს, 200–მდე მხარდამჭერთან ერთად მერიის
შენობის პიკეტირებას დაიწყებს.ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით
საპროტესტო აქციები 2018 წლის 18 სექტემბერს დაიწყო. თავდაპირველად
აქციის მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამართეს, მოგვიანებით კი მერიის
შენობაში შევიდნენ და მერის მისაღები დაიკავეს. მოშიმშილეები
ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მახათაძე
დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.
ზესტაფონის მერიაში მერობის ყოფილი კანდიდატის გიორგი
გოგლიჩიძის ბრალდებას პასუხობენ. მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსის ეკა დუგლაძის განცხადებით, ქალაქის მერის კახაბერ
მახათაძის წინააღმდეგ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის
დაწყებული.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კახა მახათაძის
წინააღმდეგ არანაირის სისხლის საქმე არ არის აღზრული.
ჩვენ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ისე გამოდის,
რომ რაღაც სისულეებზე გვიწევს
თავის მართლება",
- აცხადებს ეკა დუგლაძე.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, მათ შორის აქციითაც,
თუმცა, ამბობს რომ დაგეგმილმა აქციამ სამუშაო პროცესს ხელი არ
უნდა შეუშალოს.
ამავე თემაზე:
ზესტაფონის მერობის ყოფილი კანდიდატი მოქმედი მერის
გადადგომას ითხოვს
მასალის გამოყენების პირობები