თეთრ ხიდზე რამდენიმე წუთის წინ თეთრი ქვები მიიტანეს.
სავარაუდოდ, ეს ის ქვებია, რომლის განთავსებასაც მერია ხიდზე
გეგმავდა. თუმცა, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქვები მერიის
დავალებით არ მიუტანიათ.
"კომპანიას დღეს შეუწყდა ხელშეკრულება სამუშაოების არაჯეროვნად
შესრულების გამო და შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლება თვითნებურად
ხიდზე თეთრი ქვები შეეტანათ. ამის შესახებ არც ადგილობრივი
თვითმმართველობა იყო ინფორმირებული, კომპანიის მხრიდან აღნიშნული
ქმედება თვითნებურად განხორციელდა. ფაქტთან დაკავშირებით, ქუთაისის
მუნიციპალიტეტის მერია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის
ზომებს" - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
სამუშაოების შემსრულებელ კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ფილიალის
დირექტორს, მერაბ გაბუნიას ტელეფონი გამორთული აქვს.
თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი
თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.
ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის
დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე
გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა" შეასრულა.
ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი
ამავე
თემაზე:
როგორი
უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი
განახლებული
თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
რას
ფიქრობენ ქუთაისში განახლებულ თეთრ ხიდზე? (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები