ახალი ამბები
პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისის განსაზღვრას ქუთაისის მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირეს
FaceBook
პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, ქუთაისის არც ერთმა მაჟორიტარმა მხარი არ დაუჭირა.
დეპუტატების პოზიცია დღეს კობა ნარჩემაშვილმა გააჟღერა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქუთაისელების სურვილს არ ემთხვევა და ამაში იგი, მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა.  

"მე არ შემიძლია დავეთანხმო იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისი განისაზღვრა, იმიტომ, რომ არ მინდა ჩემი პოზიცია მნიშვნელოვნად აცდეს ჩემი ამომრჩევლების პოზიციას და ხალხის სურვილს. მითუმეტეს, ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობისას მე დავრწმუნდი, რომ ქუთაისელი ამომრჩეველის სურვილია პარლამენტის ქუთაისში დარჩენა. ამ შემთხვევაში გამოვხატავ სამივე დეპუტატის პოზიციას. შეუძლებლად მიმაჩნია მხარი დავუჭიროთ ამ ძალიან კარგ პროექტს ამ ერთი მიზეზის გამო, რადგან კვლავ მიგვაჩნია, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობად უნდა განსაზღვრულიყო როგორც თბილისი, ასევე, ქუთაისი და ამით არ დაზარალდებოდა საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობა. ის კი, რასაც ითხოვს ქუთაისელი ამომრჩეველი, ყოფილიყო დაკმაყოფილებული",–განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

დეპუტატებმა დღეს პარლამნერის რეგლამენტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს. ერთ–ერთი ცვლილების მიხედვით, პარლამენტის ფუნქციონირების ადგილად თბილისი განისაზღვრა.

დღესვე, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ  2019 წლის იანვრის პირველი სესია დედაქალაქში ჩატარდება. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.