ძლიერმა ქარმა ქუთაისში, #6–ე საჯარო სკოლას სახურავი
გადახადა. სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა სკოლის სახურავიდან
გადმოვარდნილმა სახურავმა იქვე მყოფი ავტომობილი დააზიანა.
სახურავის ფრაგმენტებმა სკოლაში წყლის რეზერვუარი დააზიანა, რის
გამოც, სკოლის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაიღვარა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
"ძველი სახურავია, მაგრამ თითქოს არ ჰქონდა პრობლემა, წყალიც არ
ჩამოდიოდა. როგორც ჩანს ქარმა ერთი ადგილიდან ააძრო სახურავი და
შემდეგ მთლიანად გადახადა. თუ წვიმა არ იქნა, სწავლის გაგრძელებაში
სავარაუდოდ არ შეგვიშლის ხელს, თუმცა, შაბათ–კვირაა წინ და უნდა
მოვაგვაროთ პრობლემა",–ამბობს სკოლის დირექტორი, დიმიტრი
ქარსელაძე.
მე–6 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია
გასულ წელს ჩაუტარდა, თუმცა, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მაშინ
სახურავის შეცვლა არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები