მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი შენგელიამ
იმერეთის გუბერნატორთან და ქალაქის მერთან ერთად რიონისპირა სახლები
დაათვალიერა.
გიორგი შენგელიამ ის სახლები მოინახულა, რომელთა რეაბილიტაცია უნდა
მოხდეს.
მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სახლები, რომლებიც განახლებას
ექვემდებარება, აღდგება, ხოლო იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებლების
გამაგრება შეუძლებელია, ალტერნატიულ ფართს ან შესაბამის კომპენსაციას
შესთავაზებენ.
"პროექტის ფარგლებში მოხდება ურბანული განახლება. მოწესრიგდება
კალაპოტი, სანიაღვრეები., მოეწყობა ბილიკები, განათება და სრულიად
ახალ სიცოცხლეს შეიძენს ეს უბანი და შეკრავს ტურისტულ მარშრუტს," -
განაცხადა გიორგი შენგელიამ.
მგფ-ს აღმასრულებელ დირექტორს პროექტის ღირებულება არ
დაუკონკრეტებია. მისი თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას
რამდენიმე ათეული მილიონი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება პროექტის
განხორციელების ვადებს, შენგელიას თქმით, საპროექტო დოკუმენტაციის
შესყიდვას ერთი წელი დასჭირდება, სამშენებლო სამუშაოები კი მინიმუმ
ორი წელი გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
ქუთაისში
რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები