ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულო, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს, მერიას შენიშვნებით უბრუნებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიებში დაიწყო.

კომისიების პირველივე სხდომებზე გაირკვა, რომ დოკუმენტი ხარვეზებითაა შედგენილი და ის აღმასრულებელმა მოტივირებული შენიშვნებით უკან უნდა დაიბრუნოს.

პროექტის მიმართ შენიშვნები აქვს როგორც ოპოზიციას, ასევე, უმრავლესობას.

დეპუტატებმა დღეს აღმასრულებლისგან ვერ მიიღეს პასუხები შეკითხვებზე, თუ რატომ არ იცვლება ბიუჯეტში კონკრეტული პროგრამების დაფინანსება წლიდან წლამდე.

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის სხდომაზე კი გაირკვა, რომ სპორტული ღონისძიებების პროგრამას დაემატა ახალი სარაგბო კლუბი „არესი“ , რომელიც 50 000 ლარით უნდა დაფინანსდეს, თუმცა, არც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსს და არც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს არ ჰქონდთ ინფორმაცია, ვინ შექმნა გუნდი და ვინ არიან მისი წევრები.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ კლუბი არის ახლდაშექმნილი და ის ფუნქციონირებისთვის თანხებს საჭიროებს. 

„ეს არის ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც სჭირდება დაფინანსება მცირედი თანხით, ფუნქციონირების მიზნით“, – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

საფინანსო სამსახურის უფროსი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პროექტი საკმარისად არის მომზადებული, შენიშვნები კი სამუშაო პროცესში ბუნებრივია.

„ეს არის სამუშაო პროცესი. ბიუჯეტი საკმარისად იყო მზად, თუმცა, თუ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ჩვენ მათ გავითვალისწინებთ. რასაც არ გავითვალისწინებთ, ამაზეც გვექნება არგუმენტები” – ამბობს ნიშნიანიძე.

საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი არის ნაჩქარევად შედგენილი და დოკუმენტი აღამსრულებელს უნდა დაუბრუნდეს.

„ როდესაც გავეცანი პროექტს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ იყო ნაჩქარევად შედგენილი. ციფრები არის იგივე, რაც იყო წინა წელს. არის კონკრეტული პროგრამები, რომლებიც რატომ ფინანსდება არ ვიცით, ამაზე აღამსრულებელს არ აქვს პასუხები. ბიუჯეტის პროექტი უნდა დაუბრუნდეს აღმასრულებელს და მოხდეს მისი დეტალური შესწავლა“,–ამბობს მერაბ მეშველიანი.

საკრებულოს დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის შესასწავლად ვადა კვირის ბოლომდე აქვთ. 26 ნოემბრამდე წარმომადგენლობითმა ორგანომ 2019 წლის ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი აღმასრულებელს უნდა დაუბრუნოს.

2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი 53 მილიონს ლარს შეადგენს.  რეგიონალური განვითარების ფონდიდან კი ქალაქი დამატებით 11 მილიონს ელოდება. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თქმით,  წლის ბოლომდე  ბიუჯეტი 70 მილიონს მიაღწევს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.