ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილი
ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცეცხლი შერეული ტყის ქვედა საფარს უკიდია. წინასწარი ინფორმაციით,
დამწვარია 5 ჰა ფართობი.
რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა
გართულებულია, რის გამოც ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ცოცხალი
ძალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ხვალ, დილიდან მოახდენს
მეხანძრე-მაშველების დამატებითი ჯგუფების მობილიზებას.
ადგილზე რჩება 55 მეხანძრე-მაშველი და იმერეთის რეგიონის სატყეო
სამსახურის 20-ზე მეტი თანამშრომელი.
მასალის გამოყენების პირობები