ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინტოქსიკაციის შემთხვევა
დაფიქსირდა.
ამ დროისთვის სასწავლო დაწესებულებიდან ოთხი მოსწავლე ბავშვთა
საავადყოფოშია გადაყვანილი, სამი მოზარდი კი კლინიკაში სახლიდან
მიიყვანეს. საავადმყოფოში სახლიდან გადაყვანილი ბავშვებიც ამავე
სკოლის მოსწავლეები არიან.
"მეხუთე გაკვეთილის დაწყებისას ოთხი მოსწავლე გახდა ცუდად. იყო
შესაბამისი სამსახური მისული ადგილზე და აირით მოწამვლა არ
დადადასტურდა, რადგან სკოლის შენობაში გაზის მილები არ არის.
მიმდინარეობს კვლევა და დაველოდოთ," - აცხადებს ქუთაისის
საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი, გიგა ციბაძე.
ინტოქსიკიაციის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა,
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, ეს იყოს გაზის გაჟონვა ან
სასმელი წყლით ინტოქსიკაცია. მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა
ამ დროისთვის სტაბილურია. შემთხვევა საჯარო სკოლაში რამდენიმე საათის
წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე
ბრიგადა.
მასალის გამოყენების პირობები