ქუთაისში, 30 სექტემბერს, გამთენიისას მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე
მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც ხმაური და არც გასროლის ხმა
გაუგიათ.დილით კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაინახეს, რა დროსაც
მომხდარი ფაქტის შესახებ შეიტყვეს. მათთვის დეტალები უცნობია.
შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს,რაც
განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები