ახალი ამბები
ჭიათურის ყოფილი მერის პირველი განმარტება პოსტის დატოვების შესახებ
FaceBook
ჭიათურის უკვე ყოფილი მერი,  პაატა ნადირაძე,  თანამდებობიდან წასვლის შესახებ ფეისბუქის  გვედრზე განმარტებებს აკეთებს. ნადირაძე პოსტის დატოვების მიზეზად მის წინააღმდეგ შეთქმულებას ასახელებს. 

პროვოკაციების მოწყობაში ნადირაძე ჭიათურის საკრებულოს წევრებსა და მაჟორიტარ დეპუტატს, ასევე,  ჭიათურის ადგილობრივი პოლიციის უფროსს ადანაშაულებს.

მისი თქმით, მის მიმართ ნეგატიური განწყობის მიზეზი მისი და მისი გუნდის დამოუკიდებელი მუშაობა გახდა.

"არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა ,საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან,სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან , თითქოს ერთმანეთან პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა დღემდე ვერ ვხვდები ჩემს წინააღმდეგ. ალბათ, ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები ,ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე ,სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ, ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს არ რჩება. არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე",-წერს პაატა ნადირაძე.

ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ პოსტი 27 სექტემებრს დატოვა.

პოსტის დატოვებამდე ორი თვით ადრე, რესტორან "შუა გზაში" მასსა და რესტორნის რამდენიმე სტუმარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაშიც პაატა ნადირაძე ჭიათურის პოლიციის უფროსს, ლაშა ჩხიტუნიძეს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ ჩხიტუნიძემ მას ჭიათურის მაჟორიტარის,  სულხან მახათაძის დავალებით  პროვოკაცია მოუწყო. 

ამავე თემაზე:

კადრები ჭიათურის რესტორნიდან, სადაც ჩხუბში მონაწილე მერი ძალადობაში ბრალდებულია

რესტორანში მომღერალი ჭიათურის მერი - ჩხუბი თუ დადგმული სცენა - რა ჩანს ვიდეოკადრებში

ჩხუბი რესტორანში - ჭიათურის მერი პოლიციის უფროსს პროვოკაციაში ადანაშაულებს

"ნასვამი პოლიციელები მოქალაქეებთან შედიან არასწორ კომუნიკაციაში" - ჭიათურაში ხელმოწერებს აგროვებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.