"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, გიგი წერეთელი ქუთაისში
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას გამოეხმაურა.
მისი თქმით, მან დღეს მოინახულა სამშენებლო ტერიტორია და
მიიჩნევს, რომ მშენებლობა დათქმულ ვადებში ვერ მოესწრება.
"დღეს ვიყავი იმ ადგილას სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა
აშენდეს. მე ძალიან გამიხარდება თუ აშენდება, მაგრამ რაც მე იქ ვნახე,
არავითარი შანსი არ არის, რომ დათქმულ ვადებში განხორციელდეს.
სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდება მორიგი ტყუილი", - განაცხადა გიგი
წერეთელმა.
გიგი წერეთელმა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე დღეს გამართულ
ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც "ევროპულმა
საქართველომ" ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გააპროტესტა. პარტიაში
მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ხაზს გადაუსვამს
ქუთაისის მომავალს.
მასალის გამოყენების პირობები