ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ორ საათზეა მეტია "საქნახშირის" ექვსი
დაკავებული თანამშრომლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ მტკიცებულებების დაშვების
შუამდგომლობა დააყენა.
რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. როგორც ერთ-ერთი
დაკავებულის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი ამბობს,
პროცესის განახლების შემდეგ, სასამართლო უკვე ბრალდების მხარის
შუამდგომლობაზე იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც პროკურატურა დაცვის
მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას ითხოვს.
"საქნახშირის" ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ
სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმე 2018 წლის
5 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა
დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე:
"საქნახშირის" თანამშრომლებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება
ადვოკატებმა გაასაჩივრეს
სასამართლომ "საქნახშირის" თანამშრომლებს პატიმრობა
შეუფარდა
"საქნახშირის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები გირაოს
შეფარდებას მოითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები