ახალი ამბები
პირველი არხი „ტორპედო“- „ლუდოგორეცის“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ტელეკომპანია პირველი არხი "ტორპედოსა" და ბულგარეთის "ლუდოგორეცს" შორის, 23 აგვისტოს დაგეგმილი მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
არხის ოფიციალური  განცხადების მიხედვით,  შესაძლოა, ქართველმა მაყურებელმა ამ მატჩის ნახვა ისევე ვერ შეძლოს, როგორც ეს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტორპედო" –"კუკესის" შეხვედრის დროს მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ალბანურ "კუკესთან" მატჩის ტრანსლირების საზღვარგარეთ ჩვენების უფლება, ქუთაისურმა კლუბმა კერძო კომპანიას მიჰყიდა, რის გამოც, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მატჩების ტრანსლირების გაცვლა.

პირველი არხი "ტორპედოს" ადმინისტრაციის მიერ  ტრანსლირების უფლების კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაზე მიუთითებს და კლუბს საზოგადოების სწორი ინფორმირებისკენ მოუწოდებს.

არხის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც მოგეხსენებათ, მორიგი წარმატების შედეგად ქუთაისის "ტორპედო" უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი ოფში გადავიდა და მისი მეტოქე ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი "ლუდოგორეცი" იქნება. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამჟამადაც შესაძლოა, ისეთივე გაუგებრობის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ალბანურ კლუბ "კუკეშთან" მატჩის დროს, როდესაც ვერ მოხერხდა ალბანეთიდან მატჩის ტრანსლირება. ამის გამო, გულშემატკივართა ერთი ნაწილი, რომელიც არ იცნობდა საქმის ვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოთქვამდა უკმაყოფილებას.
რეალურად კი საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოდან საკუთარი მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც "კუკეშთან" მატჩის საზღვარგარეთ ჩვენების უფლება მიყიდა უცხოურ საშუამავლო კომპანიას, რის გამოც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ შეძლო ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მატჩების ტრანსლირების გაცვლა. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახლაც მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გადაიღოს და გადასცეს "ტორპედოს" საშინაო მატჩი, ასევე გაუცვალოს სიგნალი ბულგარეთის მხარეს, თუმცა ამისთვის საჭიროა ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობის თანხმობა.
ამ მიზნით, 17 აგვისტოდან დღემდე ჩვენ არაერთგზის დავუკავშირდით ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტს და ვთხოვდით, ეცნობებინათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, ამ დრომდე კლუბი განიხილავს სხვადასხვა წინადადებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოველთვის საკუთარ მოვალეობად მიიჩნევდა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას და მომავალშიც ასე მოხდება, მაგრამ თუ რომელიმე სუბიექტი გადაწყვეტს ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენებას და ამ უფლებების მიყიდვას შუამავალი ფირმებისთვის, ჩვენი თხოვნაა, ამის შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
დაბოლოს, რეპორტაჟების გაცვლის წინადადებით ჩვენ ასევე მივმართეთ ბულგარეთის მხარეს და მივიღეთ თანხმობა მატჩების ტრანსლაციის გაცვლის შესახებ, თუმცა ქართული კლუბის თანხმობის გარეშე მოლაპარაკება შეუძლებელია. პირველი არხი მზად იყო და არის თანამშრომლობისთვის მხოლოდ ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციასთან და არა მესამე (გადამყიდველ) კომპანიასთან. პირველი არხი ასევე მზად არის, ყოველთვის უსასყიდლოდ მოემსახუროს საქართველოს გუნდებს და მათი მონაწილეობით ღონისძიებები უჩვენოს გულშემატკივარს.

ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არც მატჩის კომერციალიზაცია და არც სხვა ფინანსური მოლაპარაკებები, რომელსაც დამოუკიდებლად აწარმოებს კლუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად და გულშემატკივრის ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ნებისმიერი მოლაპარაკებების შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ გულშემატკივარი ორივე თამაშს იხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ან სხვა ქართული მედიაარხის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს). ამჟამად კი, როცა მატჩამდე ორი დღეც კი არ რჩება, ტრანსლაციის უფლების გადმოცემაზე ჩვენ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია",-ნათქვამია განცხადებაში.

17 აგვისტოს "ტორპედო" –"კუკესის" მატჩი, რომლის შემდეგაც ქუთაისური კლუბი ევროპა ლიგის პლეი ოფში დაგავიდა, არც ერთი ქართული არხის საშუალებით არ გადაცემულა.

მაშინ ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავდა, რომ მატჩის წინ კლუბმა ალბანეთიდან საქართველოში სიგნალის ყიდვის შესახებ უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებას მიაღწია, თუმცა, საბოლოოდ, სიგნალის ყიდვაზე ყველა ქართულმა კომპანიამ უარი განაცხადა.

"სამწუხაროდ, ვერც ერთ ქართულ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და ევროტურნირებზე ერთადერთი ქართული კლუბის ტრანსლაციის ყიდვაზე",-ნათქვამია კლუბის ფესიბუკის ოფიციალურ გვერდზე.

ქუთაისის "ტორპედო" 23 აგვისტოს პლეი ოფის მატჩს ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე შედგება, რადგან "ტორპედოს" სტადიონის ინფრასტრუქტურა ევროპა ლიგის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.